კრიმინალი

ორ მეზობელს სახეში ხელი დაარტყა - აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

ლადო აფხაზავა
CENN/Facebook

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ლანჩხუთში ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს 5 მაისს დაესხნენ და სცემეს.

შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. 

კომენტარები