რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობის საცავზე იერიში, სავარაუდოდ, ATACMS-ით მიიტანა

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკის ცენტრში მდებარე ნავთობის საცავზე. 

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, ნავთობის ობიექტს რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ. 

ინფორმაცია ოკუპირებული ლუგანსკის რუსეთის მიერ დანიშნულმა მმართველებმა გაავრცელეს. შესაბამისი ფოტო-ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავდა საცავის 5 თანამშრომელი.

სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა ფოტო, რომელშიც ამერიკული ATACMS-ის რაკეტის ნაწილი ჩანს.

გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის რაკეტები, რომელთა რადიუსიც 300 კილომეტრია, საიდუმლოდ გადასცა.

კომენტარები