ადმინისტრაციული რესურსი

მასწავლებლები კალაძის დამლაიქებლებად – ვრცელდება ბაღების შიდა ჩეტების სავარაუდო სქრინები

Facebook

სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება სქრინები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორ ავალდებულებენ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს კახა კალაძის პოსტის მოწონებას. 

როგორც სქრინებიდან იკითხება სამთავრობო გვერდებზე ბაღის თანამშრომლების აქტივობა შემდგომში მოწმდება:

"ყველა ბაღი ცალცალკე ითვლება და გთხოვთ არ დაიზაროთ. ამ ექვსი აღმზრდელის მეტს ვერ ვხედავ".

"...რომ დაალაიქებთ, ჩაწერეთ, აქ, 9 საათამდე ხათომ რაოდენობა უნდა გასცეს"...

ამ დროისთვის კალაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ყველაზე მეტი, 35 000 "ჰაჰა' რეაქცია აქვს.

ამ ეტაპზე ტაბულა ცდილობს ინფორმაციის სწრაფად გადამოწმებასა და განახლებას.

მასალა განახლებადია

კომენტარები