რუსული კანონი

როთი: 13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვესტუმრები

13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს - თბილისს - ვესტუმრები!

ჩემთან ერთად ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან გამორჩეული კოლეგები იქნებიან.

მოუთმენლად ველოდები მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და მამაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან შეხვედრებს.

წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე.

კომენტარები