ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავას 600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს

ლადო აფხაზავა
CENN/Facebook

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მასწავლებლები სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ - ამ ეტაპზე განცხადებას ხელს 550-ზე მეტი მასწავლებელი აწერს ხელს. 

"Მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. 

მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის  მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა.

Მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ. 

Კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო.

Კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება.

Ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული. 

Შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ დროულად და  ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის ფაქტი.

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ვადასტურებთ სოლიდარობას ლადო აფხაზავას და ყველა მასწავლებლის მიმართ, რომელიც აფიქსირებს თავის სამოქალაქო პოზიციას". - წერია განცხადებაში


გუშინ, 5 მაისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და სცემეს.

ტაბულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.

კომენტარები