პოლ ოსტერი

ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

Todd Heisler/The New York Times

30 აპრილს ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლ ოსტერი არის ცნობილი პოსტმოდერნული მხატვრული ნაწარმოებების - ნიუ-იორკული ტრილოგიის, ლევიათანის, 4 3 2 1-ის ავტორი

როგორც ცნობილია პოლ ოსტერი ფილტვის კიბოს გართულებით გარდაიცვალა. ოსტერი ცნობილი გახდა გამორჩეულად სტილიზებული, უცნაური გამოცანებით დატვირთული ტექსტებით, სადაც ნარატორების დიდი ნაწილი მწერლები არიან და სიუჟეტის განვითარების ხაზი ხშირად მოულოდნელი მიმართულებით იცვლება. ოსტერი ასევე იმეორებს პერსონაჟებს თავისი ძველი ტექტებიდან შედარებით გვიან შექმნილ ნაწარმოებებში. 

პოლ ოსტერი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში, ვიდრე მშობლიურ ამერიკაში. ოსტერის ბოლო წიგნი, ბაუმგარტნერი 2023 წლის ოქტომბერში გამოვიდა. 

კომენტარები