ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტთან და გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად არის შესრულებული - ოცნებამ კანონი დღეს ვერ მიიღო და მოუწიათ გაპარვა ეზო-ეზო, შუკა-შუკა, შარა-შარა, ბოსტნის ქურდი კურდღლებივით გაიპარნენ. ასე მოუწევთ სულ, მიიღებენ კანონს, კიდევ უარესი დაემართებათ. ამიტომ, ჯობია დაანებონ თავი მაიმუნობას და მოემზადონ არჩევნების წასაგებად მშვიდად. ეს ქვეყანა წავა ევროპისკენ მათ გარეშე, თუ მათთან ერთად, მაინც წავა და არ ურჩევნიათ მათთან ერთად წავიდეს. თუ ეგრე არ მოხდება, მათ გარეშე წავალთ.
tbl.ge/6rcj
დაკოპირდა
ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან.
პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა 17 აპრილს, 12 საათზე გაგრძელდება.
ამავე თემაზე
- კალაძე თავდასხმებზე: ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული
- დღეს, რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება
- მთავრობამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას – ხალხის ძალა პარტნიორებზე
- ვოლსკი ჟურნალისტებს: სირცხვილის კორიდორი თქვენ უნდა მოგიწყონ – კოლექტიურ ნაცმოძრაობას
- ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები