ეს კანონი რუსული რატოა, ამის არგუმენტი ვერავისგან ვერ მოვისმინე, ვერც თქვენგან. თქვენგან მხოლოდ აგრესია მოდის. ეს რუსული კანონი არ არის. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის საკუთარი ხარჯების დეკლარირება, მათ შორის, იმ პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გამოიყენებიან... რასაც თქვენ ამბობთ, პროპაგანდაა. საერთოდ, მთავარი არხი იმისთვის არსებობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მიზნები შეასრულოთ, მეტი ფუნქცია არ გაგაჩნიათ. ქართული ოცნება კი იმისთვის არსებობს, რომ ეს ქვეყანა თქვენნაირი მავნებლებისგან დააზღვიოს. ოცნება იცავს ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის, თქვენნაირი მავნებლებისგან.
tbl.ge/6r9m
დაკოპირდა
ასე მიმართა მთავარი არხის ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. ჟურნალისტმა დავითულიანს უთხრა, რომ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის ანალოგია, რაც ყველას აგენტად გამოაცხადებს, საპროტესტო ხმას ჩაახშობს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააქრობს.
დღეს, 15 აპრილს რუსულ კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ
ქართული ოცნებაბექა დავითულიანირუსული კანონისაქართველოს პარლამენტიმთავარი არხიკანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ამავე თემაზე
- ევროპის საბჭოს გენმდივანი: მოვუწოდებ მთავრობას, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
- ვენეციის კომისიის განმარტებით, ოცნების კანონი რუსული კანონის მსგავსია და არა აშშ-ის
- ქურასბედიანი: ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია
- ოცნება ამბობს, რომ ვენეციის კომისია ფაქტებს ამახინჯებს და რადიკალებს ახალისებს
- ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს