ჩვენი მემორანდუმი პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმდა 2022 წლის იანვრის ბოლოს. ჩვენ ამ მემორანდუმის საფუძველზე შემოვედით და იმ მემორანდუმში ეწერა, რომ ბარიერი უნდა იყოს 5%-ზე დაბალი და არაუმეტეს 3%-ისა. ასევე, იმასაც შევახსენებ ყველას, რომ ერთხელ ჩვენ კენჭისყრაზე დავაყენეთ საკითხი და მაშინ ყველამ, ოპოზიციამაც და მმართველმა პარტიამაც, ერთსულოვნად მივეცით ხმა. ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება ერთხელ გვაქვს გატანილი და პირველი მოსმენით 2%-მდე არის დასული ბარიერი. ორი კენჭისყრაღა დარჩა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. რა თქმა უნდა, ველოდი რომ გადაგვაგდებდნენ. რა არის ამაში მოულოდნელი, მთელი კასკადი გვახსოვს ქართული ოცნების მხრიდან გადაგდებების. [...]
ბარიერის დაწევა არ უნდა ქართულ ოცნებას იმიტომ რომ უნდა, რომ პარლამენტში ბევრმა ვერ გადალახოს ბარიერი და მარტო ნაციონალური მოძრაობა ჰყავდეს ოპონენტად. რაც არ უნდა უთხრას ენმ-მ, აუცილებლად მიუბრუნდებიან და ეტყვიან, თქვენს დროს ხომ უარესი იყოო. უარესი იყო, ნებისმიერი მიმართულებით.