მე არ ვიცი, რა სქემას ამუშავებს ხელისუფლება, შეიძლება, მათ ურჩევნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დასრულდეს ეს საკითხი თუ არ ყოფნით ხმები პარლამენტში და ვერ შეაგროვეს ხმები იმპიჩმენტის წარმატებით დასასრულებლად.
ყველა მოსამართლე, ვინც შეასრულებს დავალებას და კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავად იქნება კონსტიტუციის დამრღვევი, იმიტომ, რომ პირდაპირ შეუშლის ხელს ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.