ბერლინში 39 წლის კაცმა დაწყებით სკოლაში ორი მოსწავლე დაჭრა. თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, მოსწავლეები 7 და 8 წლის გოგოები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ხელისუფლების ინფორმაციით, გოგოები სკოლის ეზოში ყოფნისას დაჭრეს.