ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. გრიგალაშვილმა ფინალში გერმანელი სპორტსმენი, ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ეს საქართველოს ნაკრების მეორე მედალია. გუშინ, 4 თებერვალს ოქროს მედალი ლაშა შავთდათუაშვილმა მოიპოვა.