ძვირფასო ელონ მასკ, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს ბორბლები, ეს არ აქცევს მას მანქანის ან ბორბლების კანონიერ მფლობელად, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ამას ორივემ მხარი დაუჭირა. უბრალოდ ვამბობ.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ნაუსედა მასკს: Tesla-ს ბორბლების მოპარვის მცდელობა არ ნიშნავს მათ კანონიერ მფლობელობას
tbl.ge/65dw
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას Twitter-ზე, სადაც მასკი გამომწერებს რუსეთ-უკრაინის ომზე, მათ შორის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
"უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
- გაეროს ზედამხედველობით, ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები. რუსეთმა დატოვოს ტერიტორია, თუ ეს უკრაინელი ხალხის ნებაა.
- ყირიმი ოფიციალურად გახდეს რუსეთის ნაწილი, როგორც ეს 1783 წლიდან იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე)
- ყირიმის წყალმომარაგების უზრუნველყოფა
- უკრაინის ნეიტრალიტეტი
კი, თუ არა?". - წერს მასკი Twitter-ზე.
ამავე თემაზე
- უკრაინამ ბელგოროდზე მორიგი იერიში მიიტანა
- რუსეთი რაკეტებით, დრონებით და ბომბდამშენებით უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხა თავს
- ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
- ზელენსკი: 2024-2026-ში შვედეთის სამხედრო დახმარება დაახლოებით €6.5 მილიარდს შეადგენს
- ორბანი: NATO ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს