დღეს, 26 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული საქართველო პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტო-გამოფენას მართავს.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ გამოფენაზე ევროპელები მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებით მაისურებს არიგებენ.
ღონისძიებაზე პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდი, ფიგურა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტებია წარმოდგენილი.
აქცია-პერფორმანსი 10:00 საათზე დაიწყო და 13:00-მდე გაგრძელდება.