უნგრეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება შეუფერხებლად მოგზაურობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად, ვაქცინაციის სერტიფიკატის მქონე მოქალაქეებს მოგზაურობისას კარანტინის პროცედურის გავლა ან COVID-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ მოუწევთ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, შეთანხმება ძალაში შევა მომდევნო კვირას.
ამჟამინდელი მონაცემებით, უნგრეთის ვაქცინაციის სერტიფიკატს იღებს 10 სახელმწიფო:
- ჩეხეთი
- რუმინეთი
- სერბეთი
- სლოვენია
- ჩრდ. მაკედონია
- მონტენეგრო
- თურქეთი
- ბაჰრეინი
- მონღოლეთი
- საქართველო