79 წლის ასაკში, ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი ბერტრან ტავერნიე გარდაიცვალა.
ტავერნიემ 60-იან წლებში რამდენიმე კინოროლი შეასრულა. 1974 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი L'horloger de Saint-Paul. გადაღებული აქვს ფილმები Dimanche A La Campagne, Round Midnight, Life and Nothing But, Daddy Nostalgie.
კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს კანის, ბერლინის, ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები. არის BAFTA-ს, სეზარის და ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებული.
ბოლო წლებში ეკავა ლუმიერების კინოინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა.