დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება, ვინაიდან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს. შესაძლო კოლაფსი, რომელზეც ასე ხშირად მიდის საუბარი, ნამდვილად დადგება. დღეს სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 ათასამდე ინფიცირებულს, მაგრამ თუ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანი დაინფიცირდება, ამას არამხოლოდ საქართველო, არამედ ძალიან ბევრი უფრო განვითარებული ქვეყანაც ვერ გაუძლებს...
კორონავირუსი საქართველოში
ტიკარაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას გონივრულად თუ არ მივუდექით, კოლაფსი ნამდვილად დადგება
tbl.ge/5bl8
დაკოპირდა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება