სათვალავი არეული მაქვს, რამდენჯერ აქვს უკვე ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის და ჩამოდის ხან მაშინ, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ჩამოდის მანამდე, სანამ არჩევნები ჩატარდება, ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპარლამენტოს წინ და ა.შ. ეს საგა არის დაუსრულებელი და მისი ეს გეგმები ჩამოსვლასთან დაკავშირებით არასდროს მართლდება.
ცოტა ხნის წინ, ჩვენ, მთელმა საქართველომ, ვინც პოლიტიკას თვალს ვადევნებთ ვნახეთ, რომ მიხელ სააკაშვილი არ აპირებდა არცერთ თანამდებობაზე ყოფნას, ეს მან პირდაპირ თქვა, რომ ლაზიკის მერობა იყო მისი პოლიტიკური გეგმები. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება მისი მხრიდან და ამიტომ, არ მაქვს ნდობა მისი სიტყვების.