19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი ადამიანის მიმართ დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.
გენერალური პროკურატურის ცნობითვე, ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.