დილის შვიდ საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. ახლა რაც შეეხება მე სად ვიყავი, მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას.