შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული თ. ა. დააკავეს.
შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს