აი, რომ იძახით, რომ კანონში კი მიწერია, საპარლამენტო კომიტეტზე მოდიო, მაგრამ არ მოვალ იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ და თუ გინდათ, სანქციები დამიწესეთო. ამას რომ ამბობთ, თავს ძლიერად გრძნობთ? გგონიათ, რომ ძლიერად გამოიყურება შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ კანონს არ შეასრულებს? ჩვენი სანქციების რომ არ გეშინიათ, ეს გასაგებია, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნის მიმართ რა შედეგი იქნება, ამის როგორ არ გეშინიათ?
გიორგი გახარია პარლამენტში
ხოშტარია: გგონიათ, ძლიერად გამოიყურებით, როცა ამბობთ, რომ კანონს არ შეასრულებთ?
tbl.ge/3nqq
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ოპოზიციური პარტიის მიერ კომიტეტზე დაბარების პასუხად თქვა, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს.
ამავე თემაზე
- გახარია ჭიჭინაძეს: ჩემი ნომერი იცით, SMS-ებს მწერთ, დაგერეკათ, გამოვუშვებდი ვინმეს
- გახარია ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩვენ შორის
- სესიაშვილი ოპოზიციას: მეც მახსოვს 20 ივნისი. ძალადობით შეჭრა-შემოჭრა არასდროს გაგივათ
- ბესელია: გახარიასთან კითხვები მაქვს, ჩამოვყალიბდები, ღირს თუ არა დასმა
- კობახიძე: ჩემო ევრონაცებო, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020-ის ოქტომბრიდან