NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61 %-მა არ იცის, როგორ შეაფასებდა მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის საქმიანობას.
- ძალიან კარგად მხოლოდ 1% აფასებს
- კარგად 18%
- ცუდად 15 %
- ძალიან ცუდად 4 %
კითხვაზე არ უპასუხა გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.