საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა", - ამბობენ შსს-ში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავებულისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა "რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი".
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-1 ნაწილით მიმდინარეობს.