[ქართული ოცნების საარჩევნო სიიის] პირველ ათეულში, როგორც ვიცი, უმრავლესობა ქალები არიან, შემდეგ მე-11 და მე-12 ნომრებიც ქალბატონები მოყვებიან. მინდა გითხრათ, რომ ხელოვნურად დაწესებული ბარიერის წინააღმდეგი ვარ. თუკი პოლიტიკაში იქნება 100 ქალი, რომელიც უფრო იმსახურებს პარლამენტარობას, მხარს დავუჭერ, რომ იმ მოწვევის პარლამენტში იყოს 100 ქალი და 50 კაცი. თუკი იქნება 110 ქალი უფრო ღირსეული იმ მომენტში და წარმოაჩენდნენ თავს, იყვნენ 110 ქალი და იყოს 40 კაცი. როგორც პარტიაში, ისევე ყველა მიმართულებით, არის თაობათა ცვლა. ამ თაობებში ზოგჯერ ქალბატონები გამოიჩენენ თავს იგივე პარტიაში, ზოგჯერ მამაკაცები. თუ არ არის მოწოდების სიმაღლეზე 50 ქალი, მაინც უნდა იყვნენ პარლამენტში? მგონი, არა.
tbl.ge/1vet
დაკოპირდა
ქართული ოცნების ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი კვოტირებაზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია