პარლამენტში დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები ცალ-ცალკე ითხოვენ. ბიუროს გუშინდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ფრაქციას შოთაძესთან შესახვედრად დაახლოებით ორსაათიანი დრო ექნება გამოყოფილი.
მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა უყაროს კენჭი.