კრიზისი უკრაინაში

პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის ხელმძღვანელთა კანდიდატურები წარადგინა

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის ხელმძღვანელების პოსტზე 3-3 კანდიდატურა წარადგინა. ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ხელმძღვანელის როლის შემსრულებელი სერგეი აკსიონოვი, ყირიმის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რესპუბლიკის უფროსი სახელმწიფო ინსპექტორი გენადი ნარაევი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ ტერენტევი არიან წარდგენილნი.

სევასტოპოლის ხელმძღვანელის პოსტზე პუტინმა სევასტოპოლის გუბერნატორის ფუნქციის შემსრულებელი სერგეი მენიალო, ქალაქის საკანონმდებლო კრების დეპუტატი ვასილი პარხომენკო და სევასტოპოლის გუბერნატორის მრჩეველი ოლეგ როსლიაკოვი წარადგინა.

ყირიმის ხელმძღვანელს ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო აარჩევს, ხოლო სევასტოპოლის ახალ გუბერნატორს - ქალაქის საკანონმდებლო კრება.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი 9 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები