სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დავით კირვალიძე: 600 ათასზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ვაუჩერებს მიიღებს

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე ჟურნალისტებს ესაუბრა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დასრულებულია. მინისტრის განმარტებით, სულ აღწერილია 800 ათასი ნაკვეთი.

როგორც დავით კირვალიძემ განაცხადა, 600 ათასზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მინიმუმ 300-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ვაუჩერების თანხა განსაზღვრული ჰექტარის მიხედვით იქნება.

მინისტრის ცნობით, ამისთვის სულ 600-700 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, ხოლო ვაუჩერების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება.

კომენტარები