გამოფენა

შენ ხარ ხელოვნებაში

სამეფო უბნის თეატრში ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - შენ ხარ ხელოვნებაში - მოეწყო. გამოფენაზე 11 მხატვრის 21 ტილო და დიზაინერული ნამუშევარია წარმოდგენილი. დამთვალიერებელმა პიკო ნიჟარაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ნინო მორბედაძის, მურთაზ შველიძის, მიშა შენგელიას, კოტე სულაბერიძის, მაკა ბათიაშვილის, მამუკა გიორგაძის, გიორგი ვეფხვაძის და მარიამ ჩაგელიშვილის ნამუშევრები იხილეს. ექსპოზიციაზე თითო გაყიდულ ნახატს იგივე სურათით ნიკა ჯანგულაშვილის შექმნილი კაბა ან მაისური მოყვებოდა.

გამოფენა-აქცია საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ.

 

კომენტარები