შობა – ახალი წელი 2012

რომის პაპი შობის კომერციალიზაციის წინააღმდეგ

რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ტრადიციულ საშობაო მესაზე, ბენედიქტ XVI ქადაგებაში შობის დღესასწაულის კომერციალიზაციის პრობლემას შეეხო.

,, გაიხედეთ ამ პერიოდის ზედაპირული ბრწყინვალების მიღმა, რათა აღმოაჩინოთ ბეთლემის ბოსელში დაბადებული ჩვილი’’ – მოუწოდა მან მრევლს.

რომის პაპმა თავის ქადაგებაში მსოფლიოში არსებული ძალადობის გამო სინანული გამოთქვა.

შობის დღესასწაულს ქრისტიანი მომლოცველები და ტურისტები მთელი მსოფლიოდან ბეთლემში ათას შვიდასი წლის წინ აგებულ შობის ტაძარში შეხვდნენ, იმ ადგილას სადაც, მათი რწმენით, იესო დაიბადა.

 

კომენტარები