რუსული კანონი

ომბუდსმენი: დაკავებული 180 პირიდან 93-მა პოლიციისგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა

ტაბულა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მათმა რწმუნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

ასევე, აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ 71-მა დაკავებულმა რეაგირება ითხოვა, რის თაობაზეც მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

აღნიშნულ პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 382 შეტყიბინება შევიდა.

კომენტარები