რუსული კანონი

ძალმომრეობის სიმბოლოდ ქცეული ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოკლებულია – სპორტული ჟურნალისტები

სპორტული ჟურნალისტები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

ჟურნალისტები გმობენ ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების მცდელობასა და აცხადებენ, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალადობით ცდილობს ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიღებას ყოველგვარ ლეგიტიმაციას არის მოკლბული.

თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა, თუმცა არსებული, მძიმე რეალობის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საერთო განცხადება გავავრცელოთ.

ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. ჩვენი აზრით ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული.


სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.

სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი.
საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას!

ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას" – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცახდებას ხელს აწერენ:

  • სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
  •  სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
  •  დავით ერაძე (Mtavari Tv)
  •  მაგდა კლდიაშვილი (Recorder)
  •  ლევან ყუფარაძე
  •   საბა საბანაძე
  •  სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby)
  •  ტატო ნიკურაძე (Free rugby)
  •  შალვა ქობალია (Marca.ge)
  •  ეკა ელოშვილი
  •  ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა)
  •  გუგა როგავა
  •  ნიკა მითაიშვილი
  •  თინათინ ცეცხლაძე (Marca.ge)
  •  ირაკლი ფოფხაძე
  •  სალომე ბალახაშვილი
  •  სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო)

ხელმომწერების სია განახლებადია

კომენტარები