ქართული ოცნება

ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე

"გიპასუხეთ კი... კი... კი-მეთქი" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე TV პირველის კითხვას - "უნდა რეაგირებდეს თუ არა პოლიცია, როდესაც მედიასაშუალებიდან ღამის განმავლობაში 15-ჯერ ურეკავენ, ეუბნებიან, რომ არიან მყისიერი საფრთხის ქვეშ, იმიტომ, რომ ტელევიზიასთან დგას ორი შავი ჯიპი სავსე ნიღბიანი ადამიანებით".

ეკა მიშველაძის კითხვაზე, მაშინ რატომ არ მოვიდა პოლიცია, კობახიძე ამბობს, რომ მოიკითხავს.

"დარწმუნებული ხართ? ერთი წამით, რამე ძალადობის ფაქტი იყო? ტელევიზიასთან გეუბნებით" - კითხულობს პრემიერმინისტრი.

ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას ვიდეო ჩაურთო, რომელიც მოქალაქეზე სამართალდამცველების ძალადობას ასახავს.

"ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში და ყველაფერს ნახავენ" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები