დასანანია ეს ყველაფერი, ასჯერ და ათასჯერ იქნა ახსნილი არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის კანონი, რომელიც არის ქართული კანონი, ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაცია, ვისაც ეს ეხება, დეკლარაცია შეავსოს და გაიხადოს თავი გამჭვირვალე საზოგადოების თვალში... დასანანია, რომ ეს გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქისთვის, რომელიც უკვე მეორე დღეა, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოზე იერიშის მიტანას.
tbl.ge/6rvi
დაკოპირდა
ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედთან სატელეფონო ჩართვისას რუსთაველზე მიმდინარე პროცესებზე. პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეით, წყლის ჭავლით და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით არბევს. დაშავებულია არაერთი მოქალაქე.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს
- უოტსონი: აგენტების კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას იცავს
- მიშელი: ვეტო კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა, კანონი EU-ს ღირებულებებს არ შეესაბამება
- კონგრესში რუსული კანონის ინიციატორთა სანქციებზე კანონპროექტის ინიცირება იგეგმება
- მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პროცედურაში პარტნიორების ჩართვაზე შეთავაზებას უარით უპასუხა