საქართველო-რუსეთი

კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან დაწერა საკუთარ ტელეგრამ-არხზე, სადაც სომხეთის პარლამენტის სპიკერს, ალენ სიმონიანს გამოეხმაურა.

აქამდე ევროკავშირის სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების სხდომაზე ალან სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი "სრულად ემხრობა უკრაინის, ასევე მოლდოვის, საქართველოს, კვიპროსისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას".

კარასინი უკმაყოფილოა სომხეთის პარლამენტის სპიკერის სიტყვებით და ამბობს, რომ მან ყველა ხაზი გადაკვეთა. მისი თქმით, სიმონიანი "პირდაპირ სოლიდარობას უცხადებს კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს" და "ეჭვქვეშ აყენებს" რუსეთის "სუვერენიტეტს" იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსკოვმა საკუთარ ოლქებად გამოაცხადა.

კარასინი ირწმუნება, რომ რუსეთი სომხეთისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"არანაირ კრიტიკას არ უძლებს მცდელობები, წარმოაჩინონ მოსკოვი სომხეთის (და ამავდროულად მოლდოვისა და საქართველოს) უსაფრთხოებისთვის საფრთხედ. რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან." – წერს კარასინი.

 

კომენტარები